Friday, June 11, 2010

ნაგავსაყრელების პრობლემა საქართველოში

მსოფლიო ეკოლოგიური კლუბები


ეკოლოგიური აგრესია და ჯანმრთელობა


სადღეისოდ კლინიკური ეკოლოგია წარმოადგენს ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მედიცინაში.
გარემოს დაბინძურება განაპირობებს ადამიანის ორგანიზმსა და მის გარემოში – ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ცხოველურ და მცენარეულ სამყაროში ტოქსიური ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას, რასაც მოჰყვება სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკვეთრი ზრდა.
ორგანიზმის ლატენტური დაზიანება გარემოს დამაბინძურებელთა ხარჯზე, ფარულად მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციები, წარმოადგენს სადღეისოდ ძალზედ აქტიურ ეკო-ჰიგიენურ და კლინიკურ პრობლემას. მით უმეტეს, რომ მძიმე მეტალების ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გაიზარდოს პოპულაციურ დონეზე მოსახლეობის შემდეგ თაობებშიც.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ქმნის თვალით უხილავ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომლის ინდიკატორსაც წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვთა

ეკოლოგიური კატასტროფების გამომწვევი მიზეზები


ეკოლოგიიურ კატასტროფები ძირითადად გამოწვეულია: დიდი რაოდენობით ნალექების მოსვლით, 
თოვლის ინტენსიური დნობით;
წყალქვეშა მიწისძვრით;
ძლიერი ქარების მიმართულების შეცვლით.  
მიწისძვრისგან განსხვავებით, შესაძლებელია წყალდიდობის წინასწარი პროგნოზირება. გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის ხშირი და ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის პროგნოზირება ერთი თვით ან რამდენიმე საათით ადრე შეიძლება, ასე რომ, მისგან თავის დაცვაც გაცილებით ადვილია.


ეკოლოგიური კატასტროფები


მიწისძვრა, წყალდიდობა, ტყისა და ტორფული ხანძრები, ქარიშხალი, ზვავი, ვულკანთა 
ამოფრქვევა, გრიგალი, ცუნამი, მეწყერი მოულოდნელად თავს დატეხილი დამანგრეველი ძალის ბუნებრივი მოვლენებია, რომლებსაც სტიქიურ უბედურებებს ვეძახით.მეტად მრავალფეროვანია სტიქიურ უბედურებათა სახეობები. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ბუნებრივი მიმდინარეობით, ისე დამანგრეველი ძალით და ადამიანებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბებით.


ეკოლოგია


ეკოლოგია (ბერძნ. oikos - სახლი, გარემო, და logos - შეცნობა, სწავლა) ბიოლოგიის ნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.

ტერმინი "ეკოლოგია" ზოგჯერ ცნების "გარემოს დაცვა" აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა , სადაც "ეკოლოგია" აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო "გარემოს დაცვა" - ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

არსებობს ტერმინის "ეკოლოგია" კიდევ რამდენიმე განმარტება:
 
მთა რუვენზორის ვეგეტაცია, უგანდა
ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ.
ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა.
ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა.

ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობს.